georgia language
ჩვენ შესახებ

ისტორია


პირველად იყო იდეა და იდეა იყო ,,ქალაქის თეატრი’’ იმ წამიდან, რაც ჩვენი სახელოვნებო სივრცის შექმნის რეალური შესაძლებლობა გამოჩნდა, ანუ ადგილი თამარ მეფის 18 ნომერში.       ქალაქის თეატრი“ ახალი დამოუკიდებელი სახელოვნებო სივრცეა, რომლის მთავარი მისიაა იყოს ხალხის ხმა, ისაუბროს დღევანდელ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე- ღიად და გახსნილად.  გვინდა ხელოვნება ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მოსახლეობის თითოეული წევრისთვის, რადგან მიგვაჩნია, რომ თეატრი მაყურებელს ეკუთვნის!„ქალაქის თეატრი“  მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც სპექტაკლების გარდა შესაძლებელია მოეწყოს გამოფენები, პრეზენტაციები, ვორქშოპები და სხვადასხვა ღონისძიებები. განსაკუთრებით ვამაყობთ, რომ ეს სივრცე საკუთარი ხელებით და მოხალისეების ჩართულობით მივიყვანეთ იქამდე, რომ უკვე შედგა ორი პრემიერა. ჩვენ მომავალ განვითარებას სწორედ თქვენთან ერთად ვგეგმავთ, შემოქმედებითი ძიების პროცესებში მაყურებლის მაქსიმალური ჩართულობით.


ააშენე ქალაქის თეატრი!