georgia language

მარკეტი

ხანგრძლივობა

0 წუთი

სპექტაკლის შესახებ

“მარკეტი” ქორეოგრაფიული სპექტაკლია, რომლითაც “ქალაქის თეატრი” ანუ ახალი მულტიფუნქციური სივრცე იხსნება. თემა ჩვენი ლოკაციიდან გამომდინარე შევარჩიეთ. ბაზრის ტერიტორიასთან და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებთან სიახლოვემ გადაგვაწყვეტინა ერთი შეხედვით რუტინული ცხოვრება უფრო გაგვეფერადებინა. ჩვენ, მოქალაქეები, ყოველდღიურად ვხვდებით ასეთ ადგილებში ჩვენთვის უცხო ადამიანებს და ერთხელ მაინც ყველას გვიფიქრია სხვის თავში რა ხდება იმ დროს, როცა ადამიანი არჩევს სხვადასხვა პროდუქტს, ან უბრალოდ რიგს ელოდება. რა პრობლემები აქვს, რატომ არის მოწყენილი ან ბედნიერი. რატომ ჩქარობს ან რატომ აკავებს ამდენი ხანი რიგს. მუსიკის და პლასტიკის დახმარებით, შევეცდებით ეს სამყარო ოდნავ სხვა თვალით დაგანახოთ.

ბილეთის შეძენა, ერთგვარი დონაციაა. მთელი თანხა მოხმარდება თეატრის განვითარებას.

` ბილეთები
  • actor
    მარკეტი
    თარიღი: 25 ივლ
    დაწყების დრო: 09:16
    მისამართი: თამარ მეფის 18